პატიმრების გაცვლის პროცესი დაწყებულია - კვირის პალიტრა

პატიმრების გაცვლის პროცესი დაწყებულია

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, უკვე დაწყებულია არაოფიციალური პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს ციხეებში მყოფ ეთნიკურად ოს პატიმრებს ცხინვალში დაკავებულ ქართველებზე გაცვლიან. "საქართველოს ციხეებში ათზე მეტი ეთნიკურად ოსი პატიმარია, რომლებიც  სასჯელს იხდიან რამდენიმე მუხლით -  ძირითადად, ეს ეხება ჯაშუშობას. დაკავებული არიან იმის გამო, რომ ჰქონდათ კონტაქტი ან ცხოვრობდნენ ცხინვალში. ისინი ძირითადად შერეული ოჯახის წევრები იყვნენ და კონფლიქტის ზონაში გადაადგილება უხდებოდათ. ისინი გახდნენ ზეწოლის ობიექტები და მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე უარს იტყოდნენ, აკავებდნენ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.