ზაქარეიშვილი მერაბიშვილს ადანაშაულებს
25-03-2013
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ვანო მერაბიშვილი 2007 წელს აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, 2007 წლის მაისში აშშ-ის მაშინდელი ელჩი ჯონ ტეფტი სოხუმში იმყოფებოდა და იქიდან ჩამოსული ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

"ტეფტი ხვდება მერაბიშვილს, რომ აცნობოს, სერგეი ბაღაფში თანახმაა თანამშრომლობაზე. რუსები კი არა, ამერიკელები გვთავაზობდნენ უშუალო კონტაქტებს აფხაზურ მხარესთან. და რას პასუხობს მერაბიშვილი? ბაღაფში ლოთია და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ის არ აკონტროლებს სიტუაციასო. და ვინ აკონტროლებს
სიტუაციასო? იქ სიტუაციას ანქვაბი აკონტროლებსო", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით