თბილისს ახალი პროკურორი ჰყავს - კვირის პალიტრა

თბილისს ახალი პროკურორი ჰყავს

თბილისის პროკურორად დანიშნული მაია მწარიაშვილის განცხადებით, იგი პროკურატურაში მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. "თბილისელებს ვპირდები, რომ პროკურატურა ყველა თავისი რგოლით იქნება მაქსიმალურად ობიექტური, მიუკერძოებელი და სანდო დაწესებულება. ვეცდებით, არასოდეს დავაყენოთ კითხვის ნიშნები იქ, სადაც ჩვენი პროფესიული ღირსების საკითხი დგას", - აღნიშნა  მწარიაშვილმა.