მთავრობის პასუხი - კვირის პალიტრა

მთავრობის პასუხი

საქართველოს მთავრობამ "ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაციას მემორანდუმით უპასუხა: "დეკლარაცია ბუნდოვანია, შეიცავს მკაცრ კრიტიკას ყოველგვარი მაგალითისა და დასაბუთების გარეშე და ასახავს საქართველოს ოპოზიციური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ პოზიციას, იმის ნაცვლად, რომ სათანადოდ იყოს შესწავლილი და დაბალანსებულად შეფასებული საქართველოში შექმნილი ვითარება". დოკუმენტში მთავრობა "ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაციაში დაფიქსირებულ კრიტიკულ შენიშვნებს დასაბუთებულ პასუხს სცემს.