"მუდმივად მზადყოფნაში უნდა ვიყოთ" - კვირის პალიტრა

"მუდმივად მზადყოფნაში უნდა ვიყოთ"

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ანალიზი მიანიშნებს -  საქართველო უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში. "ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი სადაზვერვო მონაცემებით, ვითარება არ შეცვლილა. ვიტყოდი, მძიმდება იმით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამატებითი საფორტიფიკაციო და საიერიშო ნაგებობები და ბაზები ჩნდება როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში", - განაცხადა ალასანიამ. ალასანიას თქმით, არსებობს სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის პოტენციური საფრთხე (ვრცლად იხ. გვ. 31, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).