ევროკავშირის რჩევები
25-03-2013
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 2012 წლის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი საქართველოს ურჩევს, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მიერ დადგენილი საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზები შეასწოროს. ანგარიშის თანახმად, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მდგრადი განხორციელების მიზნით, სასურველია, საქართველომ უზრუნველყოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების პატივისცემა.

ასევე, ევროკავშირი თბილისს  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას და ჟენევის
მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის გაუმჯობესებას ურჩევს.  დიმიტროვის განცხადებით, ქართულმა მხარემ უნდა გააუმჯობესოს კონფლიქტის მოგვარება დე ფაქტო ხელისუფლებებთან თანამშრომლობის გზების გამონახვის საშუალებით.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით