"მე ვურჩიე" - კვირის პალიტრა

"მე ვურჩიე"

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმება ბიძინა ივანიშვილმა ურჩია. "მე ვურჩიე დავით უსუფაშვილს და მან ჩემი რჩევა გაითვალისწინა. თუ "ნაციონალური მოძრაობა" უფსკრულისკენ წასვლას გადაწყვეტდა, ჩვენ მათ პარაშუტები მივეცით და დაეშვნენ. კარგი იქნებოდა, უფრო მეტი სითბო და მხარდაჭერა გამოეხატათ საზოგადოების მიმართ. პროცესები გაგრძელდება. ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" დასკვნებს გააკეთებს და მეტ ანგარიშს გაუწევს საზოგადოებას. ყოველგვარი ახირების გარეშე შეიძლება მიიღონ მეტი ჩართულობა იმ პროცესებში, რასაც ჩვენ ვაპირებთ, რათა წინ წავწიოთ და განვავითაროთ ქვეყანა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ღია კარს ამტვრევს ბენდუქიძის უნივერსიტეტთან და 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით. "ამბობენ, ამ აქციაზე ევროპელებიც ჩამოდიანო, რადგან გაუგიათ, რომ მერაბიშვილს განსაკუთრებით უყვარს ევროპა", - განაცხადა ივანიშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).