"ვერ გამიყვანთ" - კვირის პალიტრა

"ვერ გამიყვანთ"

პრეზიდენტის განცხადებით, მცდელობა, რომ გაიყვანონ პოლიტიკური ბრძოლიდან, შედეგს არ გამოიღებს. ამის შესახებ მან პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ ყაჩაღური რუსული მეთოდებით საქართველოში ოპოზიციასთან ვერავინ ვერასოდეს ილაპარაკებს. "ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ 2003 წელს, 2008 წელს და საქართველოს გადავარჩენთ იმ გამოწვევებშიც, რომლებიც სახეზეა. მე ამ ბრძოლაში ხალხთან  ერთად ვარ ბოლომდე და როგორც დღეს გავიტანეთ ჩვენი პოზიცია, ასევე გავიტანთ ჩვენს პოზიციებს ბოლომდე", - დასძინა პრეზიდენტმა.