კოჰაბიტაცია შედგა?! - კვირის პალიტრა

კოჰაბიტაცია შედგა?!

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პროცესი დაიწყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროექტის პირველი მოსმენით მიღება. საპარლამენტო უმცირესობა დაჟინებით ითხოვდა ჯერ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას, რაზეც უმრავლესობა უარზე იყო. თუმცა შემდეგ "ქართული ოცნება" ამაზე დათანხმდა. სარეიტინგო კენჭისყრით დაფიქსირდა, რომ პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებას უმრავლესობის მხრიდან 93 მომხრე ჰყავდა, მაშინ როცა კონსტიტუციის მიღებას სულ მცირე, 100 პარლამენტარის ხმა სჭირდებოდა. შემდეგ კი, ნაციონალთა დაპირებისამებრ. 135 ხმით საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდა -  კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერება, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული თუ გადამდგარი მთავრობა განაგრძობს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).