"ცოდვა სულს ჭამს" - კვირის პალიტრა

"ცოდვა სულს ჭამს"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა, რომ ძალიან ძნელია ადამიანმა ცოდვის არსი ახსნას. "ცოდვა არის დანაშაული და მისი ჩამდენი ადამიანი კნინდება და ეცემა. ასევე ცოდვა არის ხორცმეტი და როგორც ცოცხალ სხეულზე ჩნდება კიბო და ჭამს ჯანსაღ ხორცს, ისე ცოდვა ჭამს ადამიანის სულს. უფალი გვეუბნება - არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო. ჩვენ ვაკეთებთ საწინააღმდეგოს: ვმრუშობთ, ცილს ვწამებთ, ვიპარავთ და ამით ღვთის საწინააღმდეგო საქმეს ვაკეთებთ. ყოველი ადამიანი ღვთის ქმნილებაა, ღვთის შვილია და სწორედ უფალს  უნდა სთხოვოს შეწევნა", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.