"ვარდების რევოლუცია" - მნიშვნელოვანი ეტაპი - კვირის პალიტრა

"ვარდების რევოლუცია" - მნიშვნელოვანი ეტაპი

"საქართველოს ისტორია "ვარდების რევოლუციით" არ დაწყებულა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა

სტუდენტებთან შეხვედრისას. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ "ვარდების რევოლუცია" მნიშვნელოვანი ეტაპია. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ "ვარდების რევოლუცია" ისევე დიდი შედეგებით დასრულდება, როგორი დიდი იმედითაც დაიწყო.

"ეს იყო ქართველთა ევროპული ფასეულობების ნამდვილი ტრიუმფი. ეს იყო არა მხოლოდ ცალკე აღებული მოვლენა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების დასაბამი, იყო ერთადერთი სწორი გზა, რომელსაც მაშინ ქართველი საზოგადოება დაადგა. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ემბარგოებისა და პროვოკაციებისა, ინტერვენციისა და ოკუპაციისა, მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ეს გზა შეუქცევადია და ჩვენ არსად გადავუხვევთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.