სააკაშვილის მმართველობის შედეგები შეაჯამეს - კვირის პალიტრა

სააკაშვილის მმართველობის შედეგები შეაჯამეს

შალვა ნათელაშვილმა "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შედეგები შეაჯამა და პრეზიდენტის

გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

"მას შემდეგ, რაც საქართველოს სააკაშვილი და მისი გუნდი მართავენ, ქართული სახელმწიფო სამ ნაწილად დაიშალა, დარჩენილი ტერიტორია კი კოლონიად გადაიქცა", - აღნიშნა ნათელაშვილმა, რომლის თქმით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი აუცილებლობაა და შეუერთდეს "ლეიბორისტული პარტიის" საპროტესტო მოთხოვნებს, რათა არსებული რეჟიმი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციონ.

შალვა ნათელაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა არსებულმა რეჟიმმა სისხლის ღვრის გარეშე დათმოს უზურპირებული ძალაუფლება.