ცაგარეიშვილს სარჩელი შეაქვს - კვირის პალიტრა

ცაგარეიშვილს სარჩელი შეაქვს

დეპუტატი გია ცაგარეიშვილი სახელმწიფო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებისა და ცალკეულ სამინისტროში გაგზავნილ

სადეპუტატო შეკითხვებზე პასუხების მიღების მიზნით სამართლებრივ გზებს მიმართავს. მას ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს, რადგან დეპუტატი მეორე თვეა, სამინისტროებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას უშედეგოდ ცდილობს. საქმე ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებს ეხება. როგორც აღმოჩნდა, ცაგარეიშვილის სადეპუტატო მიმართვებს არც მთავრობის კანცელარია და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ პასუხობენ.