ევროკომისარს ცხინვალიდან სროლით უპასუხეს - კვირის პალიტრა

ევროკომისარს ცხინვალიდან სროლით უპასუხეს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ცხინვალში არ შეუშვეს. მათ

გადაწყვეტილებას თომას ჰამარბერგი ერგნეთში რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებთან ხანმოკლე შეხვედრის პარალელურად ცხინვალის მხრიდან რამდენიმე გასროლაც გაისმა. ამის შემდეგ ჰამარბერგმა ტერიტორია დატოვა.

"მოლაპარაკება გრძელდება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. დანებებას არ ვაპირებ, მუშაობას გავაგრძელებ, სანამ შედეგი არ იქნება. ცხინვალში აუცილებლად შევალ, მაგრამ როდის, ამის თქმა არ შემიძლია", -  განაცხადა თომას ჰამარბერგმა.