ოპოზიციურ პრაიმერს ოქრუაშვილი დააფინანსებს? - კვირის პალიტრა

ოპოზიციურ პრაიმერს ოქრუაშვილი დააფინანსებს?

"კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა არ გამორიცხავს, რომ შიდაოპოზიციური პრაიმერი, რომელიც 31 მარტს

ჩატარდება, "მოძრაობის "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა დააფინანსოს.

"ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ოქრუაშვილის მიერ პროექტის დაფინანსებას არ გამოვრიცხავ", -  განაცხადა კუკავამ, მაგრამ დასძინა, რომ პროექტი, ძირითადად, პოლიტიკური პარტიების და კერძო და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შემოწირულობებით დაფინანსდება.