კანონდარღვევას სტრასბურგში გაასაჩივრებენ - კვირის პალიტრა

კანონდარღვევას სტრასბურგში გაასაჩივრებენ

"დაჩი ცაგურიას, ირაკლი კორძაიასა და ჯაბა ჯიშკარიანის საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება", -  განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა

ნანა კაკაბაძემ.

მისი თქმით, არსებობს ტელეკადრები, რომელიც ასახავს

"7 ნოემბრის" აქციას პარლამენტის შენობასთან. არც ერთ მათგანს წინააღმდეგობა არ გაუწევია პატრულისათვის. ჩანაწერში ისმის ქალაქის პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის ხმაც, რომ აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს კანონი, რადგან პარლამენტის შენობიდან 50 მეტრის დაშორებით იდგნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კანონის "შეკრებებისა და მანიფესტაციის" შესახებ" მიხედვით სახელმწიფო ობიექტებიდან აქციის გამართვა 20 მეტრის მოშორებით დარღვევად არ ითვლება, მოსამართლეებმა გიორგი ტყავაძემ, სერგო მეთოფიშვილმა და დიმიტრი გვრიტიშვილმა აქციის მონაწილეები 500-500 ლარით დააჯარიმეს.