"ჩემზე ცუდად არავინ არის" - კვირის პალიტრა

"ჩემზე ცუდად არავინ არის"

"მე-9 არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მომღერალ სოსო პავლიაშვილზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა ეს უარყო მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად სოსო პავლიაშვილიც:" "ჩემი ავთოს ოჯახს როგორც ვედექი გვერდში, ისე ვუდგავარ დღემდე. ის კაცი ჩემი ახლობელი იყო. ჩემი სიძე, რომელიც ციხეში ზის, ამბობს, რომ მას არ გაუკეთებია ეს. ეს ხომ უნდა გაირკვეს? მე ორ ცეცხლშუა ვარ. ჩემზე ცუდად არავინ არის. არსებობენ ვიღაცები, ვისაც უნდათ, სისხლი გამიშრონ"", - აცხადებს პავლიაშვილი. ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი 2012 წლის ნოემბერში მოკლეს.

ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ექვსი პირია დაკავებული, მათ შორის - სოსო პავლიაშვილის დის ქმარი ვახტანგ ჩხაპელია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).