"კანდიდატი არ ვიქნები" - კვირის პალიტრა

"კანდიდატი არ ვიქნები"

როგორც თბილისის მერი გიგი უგულავა აცხადებს, არ აპირებს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას და არც პარტია განიხილავს ამ საკითხს.

"მე ვარ ქალაქის მერი,  2014 წლამდე პირდაპირი წესით არჩეული. მაქვს უამრავი გეგმა, პროექტი, რომლებიც დაწყებულია. ეს არის სოციალური, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც 2014 წლამდე გასტანს და, შესაბამისად, მომდევნო მერმა, რომელსაც აირჩევს ქალაქი, უნდა გადაიბაროს. ეს თანამდებობა ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. შესაბამისად, არსად წასვლას არ ვაპირებ, რაც უნდა მიმზიდველი ჩანდეს სხვა თანამდებობა ვინმესთვის", - განაცხადა დედაქალაქის მერმა (ვრცლად იხ. გვ. 13, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).