ბრალი მოეხსნათ - კვირის პალიტრა

ბრალი მოეხსნათ

"უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის" ბრალდებულ ფოტორეპორტიორებს: ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს ბრალი მოეხსნათ.

"დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილმა ჩაიდინა, კიდევ დიდხანს გაგვყვება ქვეყნის სირცხვილად და ტკივილად. ერთ-ერთი ასეთი სირცხვილია ე. წ. ფოტორეპორტიორების საქმე. წინა ხელისუფლებას უნდოდა, არა მარტო ისინი, არამედ ის ორგანიზაციებიც, სადაც ისინი მუშაობდნენ, წარმოედგინა როგორც ჯაშუშური ორგანიზაციები. რომ არა საზოგადოებისა და ჟურნალისტების აქტივობა, ისინი 1-ელ ოქტომბრამდე ისხდებოდნენ ციხეში", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა.