"კომპრომატებს გამოვაქვეყნებ" - კვირის პალიტრა

"კომპრომატებს გამოვაქვეყნებ"

ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე კომპრომატების გამოქვეყნებას აპირებს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, იგი წარმოადგენს მასალას, დოკუმენტაციას იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდოდა სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და როგორ დაბლოკა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის წინადადება, რომ პრობლემები მისი აქტიური მონაწილეობით მოგვარებულიყო.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, სააკაშვილი ის ადამიანია, რომელმაც ქვეყანა წინასწარ წაგებულ ომში ჩართო.