ზურაბიშვილი არ ადასტურებს - კვირის პალიტრა

ზურაბიშვილი არ ადასტურებს

სალომე ზურაბიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა "ქართული ოცნების" კანდიდატი იყოს. თუმცა, ამბობს, რომ ყოველთვის გეგმავდა პოლიტიკაში დაბრუნებას. სალომე ზურაბიშვილის ცნობით, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ რამდენჯერაც ჩამოვიდა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

"განვიხილეთ, როგორი იქნებოდა ჩემი დაბრუნება. ყველაფერზე ვისაუბრეთ, თუმცა, არა კონკრეტულ ადგილებზე. მე ვემზადები ყველაფრისთვის. ჯერ გარკვეული არ არის, სად ვიქნები საჭირო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).