ზურაბიშვილი არ ადასტურებს
01-04-2013
ზურაბიშვილი არ ადასტურებს
სალომე ზურაბიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა "ქართული ოცნების" კანდიდატი იყოს. თუმცა, ამბობს, რომ ყოველთვის გეგმავდა პოლიტიკაში დაბრუნებას. სალომე ზურაბიშვილის ცნობით, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ რამდენჯერაც ჩამოვიდა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

"განვიხილეთ, როგორი იქნებოდა ჩემი დაბრუნება. ყველაფერზე ვისაუბრეთ, თუმცა, არა კონკრეტულ ადგილებზე. მე ვემზადები ყველაფრისთვის. ჯერ გარკვეული არ არის, სად ვიქნები საჭირო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
zotne
01 აპრილი 2013 14:41
მე მგონია რომ ერთადერთი გამართული დიპლომატი რომელიც საქართველოს ყავს არის სალომე ზურაბიშვილი.საგარეო საქმეთა მინისტრი არის დღეს მისი სასრგებლოდ გამოყენების პოსტი.ის არ იქნება ურიგო პრეზიდენტი მაგრამ დღეს ის სასწრაფოდ ჭირდება დიპლომატიის ჩაფლავებულ ქართულ სამსახურს.იქნებ გაიგოს ეს დროზე საქართველოს მთავრობამ?

რედაქტორის რჩევით