ცოტნე გამსახურდია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ცოტნე გამსახურდია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება სამინისტრომ იმ გარემოების გათვალისწინებით მიიღო, რომ ცოტნე გამსახურდია თითქმის ერთი თვეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუარესება ემუქრება.

ცოტნე გამსახურდია 27 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად ედება განზრახ სიცოცხლის მოსპობის მცდელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.