ცოტნე გამსახურდია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
30-11-2009
ცოტნე გამსახურდია მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება სამინისტრომ იმ გარემოების გათვალისწინებით მიიღო, რომ ცოტნე გამსახურდია თითქმის ერთი თვეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუარესება ემუქრება.
ცოტნე გამსახურდია 27 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად ედება განზრახ სიცოცხლის მოსპობის მცდელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.  
ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.

machabeli
30 ნოემბერი 2009 17:42
ეგ რუსეთის აგენტი
ეგ კრიმინალი
ეგ ლონდონიდან ტოკიომდე გვირაბის გამთხრელი ეგა

ვაი თქვენს პატრონს

მიდით, ტკვირეთ, წნეხეთ, გამოწურეთ და ამოწურეთ ქართული ჯიში საქართველოში
ყველა აგენტია, ყველა კრიმინალია და ყველა გვირაბებს თხრის თბილისიდან ბერლინამდე, ვინც მიშას თავლში არ მოსდის

რედაქტორის რჩევით