სამადაშვილი დარჩა
01-04-2013
სამადაშვილი დარჩა
საკრებულოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ზაალ სამადაშვილი თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელად დარჩა. დღის წესრიგში საკითხი თავად სამადაშვილისა და "ნაციონალების" ინიციატივით მას შემდეგ შეიტანეს, რაც ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობიდან საკრებულოს 7 წევრი დაკითხვაზე დაიბარეს.„"არც ერთი ჩემი კოლეგის არათუ ტანჯვა-წამებად, უბრალო სტრესადაც არ მიღირს არანაირი სკამი და თანამდებობა. ამიტომ გადავწყვიტე, დამეყენებინა კენჭისყრაზე თანამდებობაზე ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხი", - განაცხადა ზაალ სამადაშვილმა. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. თუმცა, საკითხის განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა.
ოპოზიციურმა ფრაქციებმა კენჭისყრას ფარსი
უწოდეს და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი სამი თვის განმავლობაში ვეღარ დადგება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

რედაქტორის რჩევით