წერილი ივანიშვილს
01-04-2013
წერილი ივანიშვილს
შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა. როგორც ელჩი განმარტავს, მიმართვისკენ ცალკეული "შეცდომაში შეყვანილი ევროპარლამენტარის ზედაპირულმა შეფასებებმა" უბიძგა. მისი შეფასებით, "ევროპის სახალხო პარტიის" ზოგიერთმა წევრმა "საინტერესოდ აითვისა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებსაც საჯაროდ უარყოფენ". წერილში ნათქვამია, რომ საქართველო ბევრად თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და უფრო თავისუფალია, ვიდრე მისი მეზობელი ქვეყნები.
"ახლო მომავალში სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება დემოკრატიული ღირებულებების დანერგვას საქართველოს ყველა მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ მისცა
ხმა ხალხის უმრავლესობამ თქვენს კოალიციას და სწორედ ამიტომ გენდობიან ისინი თქვენ, როგორც პრემიერ-მინისტრს", - ნათქვამია ელჩის ღია წერილში. ბეხლერი აღნიშნავს, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში პარლამენტი ნამდვილი პოლიტიკური დებატების, საღი კანონმდებლობისა და უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი პროექტების შექმნის ადგილად იქცა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით