ვაშაძის უსტარი
01-04-2013
ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაავრცელა გრიგოლ ვაშაძის წერილი, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრ ალექსანდრე ავდეევს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვას სთავაზობს.

გრიგოლ ვაშაძემ წერილის გასაჯაროებას კანონდარღვევა უწოდა. მისი თქმით, ამ წერილს წინ უძღოდა მოსკოვიდან პირადად მასთან გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ვაშაძის წერილი კანონდარღვევას არ შეიცავს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საზოგადოება
ყოფილი ხელისუფლების სხვა არაერთ შოკის მომგვრელ მიმოწერას გაეცნობა (ვრცლად იხ. გვ. 8).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით