კანდიდატები დაასახელეს
01-04-2013
კანდიდატები დაასახელეს
"ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" 27 აპრილისთვის დანიშნული შუალედური მაჟორიტარული არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელეს.

ნაძალადევის რაიონში კოალიციის სახელით კენჭს იყრის თამარ კორძაია, ბაღდათში - პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიაში - გიორგი კახიანი. სამივე მათგანი პროფესიით იურისტია. რაც შეეხება "ნაციონალებს", მათ ნაძალადევის რაიონში ყოფილი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას კანდიდატურა წარადგინეს, სამტრედიაში მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე იბრძოლებს, ხოლო ბაღდათში - ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ (ხვიჩა)
წიქორიძე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით