მოწოდება აფხაზებს
01-04-2013
"რუსული მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზურ მხარეს მოუწოდებს, დაიცვას საეკლესიო კანონები", - ნათქვამია რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების განცხადებაში, რომელიც სოჭში გამართულ შეხვედრას ეხმაურება. კერძოდ, მოსკოვის საპატრიარქოს ინფორმაციით, სოჭში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმე, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი.

როგორც მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია ეკლესიური კანონმდებლობის დაცვით. ალექსანდრე ანქვაბმა კი აღნიშნა, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სულიერი
კავშირი დიდი ხანია დაკარგულია და აღარ აღდგება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით