მკვლელობის საქმე გახსნილია - კვირის პალიტრა

მკვლელობის საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის, ეთერ ნინუას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა.

როგორც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გრიგოლ ბესელიამ განაცხადა, შსს-ს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ეჭვმიტანილის სახით დაკავებულია მოქალაქე თამაზ გოგია. წინასწარი ინფორმაციით, გოგია ყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც ნინუებთან დიდი ხნის მეგობრობა და ბიზნესპარტნიორობა აკავშირებდა. გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით (109-ე და 23-ე მუხლები). დანაშაული თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.