"ნევსკი ექსპრესში" 7 კილოგრამი ტროტილი ააფეთქეს - კვირის პალიტრა

"ნევსკი ექსპრესში" 7 კილოგრამი ტროტილი ააფეთქეს

"ასაფეთქებელი ნივთიერების სიმძლავრემ, რომელიც მატარებელ "ნევსკი ექსპრესში" აფეთქდა, 7 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი

შეადგინა", - განაცხადა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა. შემთხვევის ადგილზე მოძიებულმა ფაქტებმა ტერაქტის ვერსია დაადასტურა. მსხვერპლთა შორის არიან  რუსეთის სახელმწიფო რეზერვების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელი ბორის ევსტრატიკოვი და ფედერალური საგზაო სააგენტოს სამმართველოს თავმჯდომარე სერგეი ტარასოვი. დაიღუპა 30 მგზავრი, 18 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, 90-მა მგზავრმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

მოსკოვი-პეტერბურგის ჩქაროსნულ მატარებელში სამი ქართული გვარის მქონე მოქალაქეც იმყოფებოდა: ა. ვ. ხუბუტია, ა.ბ. ბოჩერაშვილი და კ. ს. ღონღაძე. ერთ-ერთი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მატარებლის ბოლო ვაგონში ამოქმედდა.