ვეტოთი იმუქრებიან
08-04-2013
"ნაციონალების" განცხადებით, პრეზიდენტმა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს შესაძლოა ვეტო დაადოს. მათთვის მიუღებელია ის ცვლილებები, რომელიც კანონში შედის. ახალი რეგულაციებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით