მტკნარ წყალზე მოსაკრებელი გაიზარდა - კვირის პალიტრა

მტკნარ წყალზე მოსაკრებელი გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით,  მტკნარ წყალზე მოსაკრებელი დღეს არსებული 4-ის ნაცვლად 8 ლარი, ხოლო მინერალურზე 3-ის ნაცვლად 9 ლარი გახდება.

მინისტრის ინფორმაციით, კომპანიებს ამისთვის დიდი ძალისხმევა არ მოუწევთ, რადგან ხარჯების ოპტიმიზაციის საკმაოდ დიდი რესურსი აქვთ. კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ მოსაკრებლის ზრდას კომპანიები სამომხმარებლო ფასებზე არ ასახავენ. გაზრდილი მოსაკრებლით მობილიზებული თანხა იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გადაირიცხება, საიდანაც ბუნებრივი რესურსის მოპოვება ხდება.