თავის დაწვა სცადა - კვირის პალიტრა

თავის დაწვა სცადა

სასჯელაღსრულების სამინისტროსთან პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამამ,  თამაზ კვარაცხელიამ თავის დაწვა სცადა. მან ჯიბიდან ბენზინის ბოთლი ამოიღო და ბენზინი გადაისხა, თუმცა პოლიციელებმა ცეცხლის ანთების საშუალება არ მისცეს.

თამაზ კვარაცხელია შვილის, პაპუნა კვარაცხელიას  გათავისუფლებას ითხოვდა. მისი თქმით, პაპუნა კვარაცხელია უმძიმესი ავადმყოფია - ტვინის სიმსივნე აქვს. სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა თამაზ კვარაცხელიას ურჩიეს, რომ პატიმარმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს პატიმრის ძვირად ღირებულ ოპერაციას, რომელიც საზღვარგარეთ გაკეთდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).