პალიტრა TV-მ მაუწყებლობა თბილისსა და თელავის რაიონში გააფართოვა - კვირის პალიტრა

პალიტრა TV-მ მაუწყებლობა თბილისსა და თელავის რაიონში გააფართოვა

"პალიტრა TV"-მ საკაბელო მაუწყებლობა კიდევ გააფართოვა. ტელევიზიის გადაცემების ნახვა უკვე თბილისის საკაბელო ოპერატორ "მე-7 არხისა" და თელავის რაიონის საკაბელო ოპერატორ "გორდას" აბონენტებსაც შეუძლიათ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "პალიტრა TV"-ს დირექტორმა ზაზა ქანთარიამ აღნიშნა, ტელევიზია უკვე მაუწყებლობს საკაბელო ოპერატორების "SilkTV"-ს, "კავკასუს ონლაინის", "გლობალ ტვ"-ს, "ა+ბ"-ს, "სტუდია ტვ"-ს, "დიდგორი -2"-ის და "ინტერ თვ"-ს მეშვეობით.

ამასთან, 1-ლი აპრილიდან ყოველ სამუშაო დღეს 19:30 -ზე "პალიტრა TV"-მ მაღალრეიტინგული თურქული სერიალის, "ეზელის" ჩვენება დაიწყო.