საზმაუწყებლიდან გამგეობაში
08-04-2013
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი დედაქალაქის კრწანისის რაიონის გამგებლად დაინიშნა. ბერძენიშვილი მერმა გიგი უგულავამ წარადგინა. მისი თქმით, კრწანისის ახალი გამგებელი ტოტალური ზეწოლის გამო წამოვიდა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. "მიმაჩნია, რომ ჟურნალისტიკა ერთგვარი წინა პირობაა, კარგი სტარტია იმისთვის, რომ ადამიანმა სხვა ასპარეზზე მოსინჯოს ძალები", - აცხადებს უგულავა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით