სანიკიძეს კაბინეტი "აუჭედეს" - კვირის პალიტრა

სანიკიძეს კაბინეტი "აუჭედეს"

ქუთაისის მერიაში  მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის კაბინეტი მოქალაქეებმა წებოვანი ლენტით - ე.წ. სკოჩით "აჭედეს". აქციის ორგანიზატორების თქმით, სანიკიძე არჩევნების შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა შენობაში და შესაბამისად, არც კაბინეტში ყოფილა. მათივე თქმით, გუბაზ სანიკიძეს კანონი ავალდებულებს, სამ კვირაში ერთხელ მაინც შეხვდეს ქუთაისელებს. თავად დეპუტატი მომხდარს "ნაციონალების" პროვოკაციას უკავშირებს.