კალანდაძის ბრალდება
08-04-2013
კალანდაძის ბრალდება
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა. "დიახ, მე ალასანიამ მომთხოვა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა და არა მხოლოდ მე, ასევე პოლკოვნიკ კიკაბიძეს, რომელიც ამერიკაში სამხედრო წარმომადგენელი იყო. ჩამოიყვანეს და პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ჩვენთან ითანამშრომლებ, არ იქნები ბრალდებული და იქნები მოწმის სტატუსითო", - აღნიშნა კალანდაძემ. ირაკლი ალასანიამ ბრალდებას აბსურდული უწოდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით