ბარამია წავიდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიამ თანამდებობა დატოვა. სავარაუდოდ, ის მუშაობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. არსებული ინფორმაციით, ბარამიას შემცვლელად ორი კანდიდატურა განიხილება: აღნიშნული თანამდებობა შესაძლოა, დაიკავოს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა დავით ფაცაციამ ან აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ვახტანგ თორდიამ.