შესაძლოა, ორი მონასტერი დაარსდეს - კვირის პალიტრა

შესაძლოა, ორი მონასტერი დაარსდეს

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის ინფორმაციით, ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში, შესაძლოა, დახურული ტიპის ორი ქართული მონასტერი დაარსდეს. მისივე თქმით, ეს საკითხი დაისვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავითოღლუსთან შეხვედრაზე.

"საუბარი იყო იმაზე, რომ დაარსდეს ორი მონასტერი - ერთი ტაო-კლარჯეთის მხარეში, მეორე  - ლაზეთის მხარეში. ორივე იქნება ჩაკეტილი მონასტერი;  შიგნით ილოცებენ და არ იქნება საფრთხის შემქმნელი, მოსახლეობაში მართლმადიდებლობას არ იქადაგებენ. მონასტრები მოემსახურებიან ჩამსვლელ მომლოცველებს საქართველოდან ან სხვა ქვეყნებიდან", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.