შესაძლოა, ორი მონასტერი დაარსდეს
08-04-2013
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის ინფორმაციით, ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში, შესაძლოა, დახურული ტიპის ორი ქართული მონასტერი დაარსდეს. მისივე თქმით, ეს საკითხი დაისვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავითოღლუსთან შეხვედრაზე.

"საუბარი იყო იმაზე, რომ დაარსდეს ორი მონასტერი - ერთი ტაო-კლარჯეთის მხარეში, მეორე  - ლაზეთის მხარეში. ორივე იქნება ჩაკეტილი მონასტერი;  შიგნით ილოცებენ და არ იქნება საფრთხის შემქმნელი, მოსახლეობაში მართლმადიდებლობას არ იქადაგებენ. მონასტრები მოემსახურებიან ჩამსვლელ მომლოცველებს საქართველოდან ან სხვა ქვეყნებიდან", - აღნიშნა
მიტროპოლიტმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით