დაძაბულობა ჯარიაშენში
08-04-2013
დაძაბულობა ჯარიაშენში
გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა ადგილობრივებს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს. იმატა ქართველების უკანონოდ დაკავების ფაქტებმა. სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებლები დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ მდგომარეობა დროულად თუ არ განიმუხტა, შესაძლოა, მოვლენები მძიმე სცენარით განვითარდეს. შსს-ს წარმომადგენლები ჯარიაშენში იმყოფებოდნენ და ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას შეჰპირდნენ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით