რეკრუტების დემარში - კვირის პალიტრა

რეკრუტების დემარში

საგარეჯოს რაიონის სოფელ პალდოში მდებარე სამხედრო ნაწილი 60-მა რეკრუტმა დატოვა. მათ რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს და სახლებში დაბრუნდნენ. რეკრუტების განცხადებით, ბანაკში  ჯარისკაცისთვის შეუფერებელ და ღირსების შემლახველ დავალებებს აძლევდნენ, კერძოდ, საპირფარეშოების დასუფთავებას. რეკრუტებს მიაჩნიათ, რომ ისინი საბრძოლო ხელოვნებას უნდა სწავლობდნენ და არა ტუალეტების ხეხვას. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეკრუტების ნაწილმა, რომლებიც არ არიან სამხედრო მოსამსახურეები, წესდებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე უარი განაცხადეს და შესაბამისად, ისინი ბაზიდან დაითხოვეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).