აურზაური რაბათის გარშემო
აურზაური რაბათის გარშემო
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში სარესტავრაციო სამუშაოები დარღვევით განხორციელდა და ამ ხარვეზების გამოსწორება იგეგმება. ამას "ნაციონალების", კერძოდ, ვანო მერაბიშვილის აღშფოთება მოჰყვა, რომელმაც ახალი ხელისუფლება ციხის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა. კულტურის სამინისტროში ამ საკითხზე გამართული მრგვალი მაგიდა, რომელსაც მერაბიშვილი ესწრებოდა, ხმაურით მიმდინარეობდა. ექსპერტების შეფასებით, ძეგლის რესტავრაცია  არქეოლოგიური გათხრების გარეშე ჩატარდა, რაბათი ფსევდომავრიტანული სტილით აღდგა, რაც მეთვრამეტე საუკუნის ისლამური ძეგლებისათვის საქართველოში დამახასიათებელი არ ყოფილა. ამასთან, საპატრიარქოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რაბათის გარშემო საკითხები ეკლესიასთან
შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. მერაბიშვილმა კი განაცხადა, რომ თავი "ინკვიზიციის სხდომაზე ეგონა და რაბათის გადასარჩენად საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები