აურზაური რაბათის გარშემო - კვირის პალიტრა

აურზაური რაბათის გარშემო

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში სარესტავრაციო სამუშაოები დარღვევით განხორციელდა და ამ ხარვეზების გამოსწორება იგეგმება. ამას "ნაციონალების", კერძოდ, ვანო მერაბიშვილის აღშფოთება მოჰყვა, რომელმაც ახალი ხელისუფლება ციხის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა. კულტურის სამინისტროში ამ საკითხზე გამართული მრგვალი მაგიდა, რომელსაც მერაბიშვილი ესწრებოდა, ხმაურით მიმდინარეობდა. ექსპერტების შეფასებით, ძეგლის რესტავრაცია  არქეოლოგიური გათხრების გარეშე ჩატარდა, რაბათი ფსევდომავრიტანული სტილით აღდგა, რაც მეთვრამეტე საუკუნის ისლამური ძეგლებისათვის საქართველოში დამახასიათებელი არ ყოფილა. ამასთან, საპატრიარქოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რაბათის გარშემო საკითხები ეკლესიასთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. მერაბიშვილმა კი განაცხადა, რომ თავი "ინკვიზიციის სხდომაზე ეგონა და რაბათის გადასარჩენად საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს".