სკანდალური ანგარიში
08-04-2013
სკანდალური ანგარიში
სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ეპიზოდმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ანგარიშის მიხედვით, შსს-ს მაშინდელი მაღალჩინოსნების ორგანიზებით, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავდათ ჩეჩნები, მათთვის ბინებს ქირაობდნენ და უფორმებდნენ იარაღს. მეომრებს ჰპირდებოდნენ ე.წ. დერეფანს ჩეჩნეთში გადასასვლელად. სახალხო დამცველი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნავს, რომ ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და მათთვის საჭირო ყველა საკითხს აწესრიგებდნენ შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, შსს-ს მაღალჩინოსნები სანდრო ამირიძე და ზურაბ მაისურაძე. ომბუდსმენის ანგარიშში
დეტალურადაა აღწერილი, როგორ არ გაუხსნეს დერეფანი ჩეჩნებს და როგორ დაიწყო შემდეგ მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია. სახალხო დამცველის მონაცემებით, სპეცოპერაციისას დაღუპული ქართველი სამხედროები სწორედ ზემოხსენებული დაჯგუფების ინსტრუქტორები იყვნენ. ომბუდსმენი პროკურატურას ამ ფაქტების გამოძიებას სთხოვს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით