პრობლემები "სითი პარკში" - კვირის პალიტრა

პრობლემები "სითი პარკში"

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, "სითი პარკის" გაფიცულ დაახლოებით 40 თანამშრომელს სოლიდარობას სხვა თანამშრომლებიც უცხადებენ. ადვოკატის განმარტებით, გაფიცულები ნორმალური ხელფასების დანიშვნას ითხოვენ და ამბობენ, რომ კომპანიამ ისინი გამომძალველებად აქცია. "თითო თანამშრომელს ავალდებულებენ, დღეში 21 მძღოლს გამოუწერონ ჯარიმა, 8 ავტომანქანა კი საჯარიმოზე გადაიყვანონ", - განაცხადა კუბლაშვილმა.