ქუთაისის მერი გადააყენეს - კვირის პალიტრა

ქუთაისის მერი გადააყენეს

ქუთაისის საკრებულომ 14 ხმით 5-ის წინააღმდეგ ქალაქის მერს ბესიკ ბრეგაძეს იმპიჩმენტი მოუწყო. სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა და მას იმერეთის გუბერნატორიც ესწრებოდა. ""ნაცმოძრაობის"" წევრებმა სხდომის დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნიც ჩართეს. ბესიკ ბრეგაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მას დასვენების საშუალება მიეცემა. არსებული ინფორმაციით, მერობის ერთ-ერთ კანდიდატად სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე განიხილება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).