საქართველო PayPal-ის წევრი გახდა - კვირის პალიტრა

საქართველო PayPal-ის წევრი გახდა

საქართველო მსოფლიოს მსხვილი საგადამხდელო სისტემა PayPal-ის წევრი გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას საშუალება მიეცემა, პროდუქცია ონლაინრეჟიმში, ათასობით ინტერნეტმაღაზიაში შეიძინოს. PayPal-ის მომხმარებლები სასურველი ნივთების შეძენას უსაფრთხოდ, პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე შეძლებენ.

PayPal-ის სისტემაში ჩართულია 109 ქვეყანა, რომელსაც ასმეათედ საქართველო დაემატა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).