ქონებრივ დავებს პროკურორები შეისწავლიან
15-04-2013
ქონებრივ დავებს პროკურორები შეისწავლიან
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ქონებრივ დავებზე პროკურორთა 12-კაციანი ჯგუფი იმსჯელებს.

"ისინი სწავლობენ საქმეებს, რომლებზეც მოქალაქეები ჩივიან. როგორც ამბობენ, ისინი პროკურორმა დაიბარა და ქონების დათმობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრა. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, მაგრამ სამართლიანობა ციდან არ ვარდება. საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ 9 წელი ტოტალურ ტერორსა და უსამართლობაში ვიცხოვრეთ და ამის გამოსწორება დროს, რესურსსა და სტრატეგიულ ხედვას მოითხოვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?